PowerMax
რეგისტრაცია
გაეცანით ჩვენი ფილიალის უნიკალურ შესაძლებლობებს
შენი ძალა იწყება აქ! Power Max დიდუბის ფილიალი გთავაზობს თანამედროვე სტანდარტების დარბაზს, აღჭურვილს უახლესი ტრენაჟორებით, პროფესიონალი მწვრთნელებით და მოტივაციის საოცარი ატმოსფეროთი.
დარბაზი იდეალურია როგორც დამწყებთათვის, ისე გამოცდილ სპორტსმენებისთვის — აქ შეგიძლია ივარჯიშო ძალოვანი, კარდიო და ჯგუფური პროგრამებით.
ინტერიერი განსაკუთრებულად ენერგიული და ინსპირაციულია: არნოლდ შვარცნეგერის და სხვა ლეგენდარული ბოდიბილდერების არტებით გაფორმებული კედლები, ინდუსტრიული დიზაინი და ძლიერი Power Max ბრენდინგი ქმნის ნამდვილ ფიტნეს გარემოს, სადაც ყოველი ვარჯიში წარმატებისკენ მიმავალი ნაბიჯია.
გაეცანით ჩვენს თანამედროვე სივრცეს
აირჩიეთ თქვენზე მორგებული გამოწერის პლანი
მოიცავს ულიმიტო წვდომას, შეუზღუდავია როგორც დარბაზში დაყოვნების დროში, ასევე ვიზიტებში, მოქმედებს სამივე ფილიალში
შეუზღუდავია როგორც დროში, ასევე ვიზიტებში, მოქმედებს სამივე ფილიალში
შეუზღუდავია როგორც დროში, ასევე ვიზიტებში, მოქმედებს სამივე ფილიალში. მოიცავს 10 დღიანი დაპაუზების უფლებას.
შეუზღუდავია როგორც დროში, ასევე ვიზიტებში, მოქმედებს სამივე ფილიალში. მოიცავს 3 კვირიან დაპაუზების უფლებას.
შეუზღუდავია როგორც დროში, ასევე ვიზიტებში, მოქმედებს სამივე ფილიალში. მოიცავს 1 თვიანი დაპაუზების უფლებას.
აღმოაჩინეთ მრავალფეროვანი სავარჯიშო პროგრამები
მხიარული ვარჯიშებისა და თამაშების ერთობლიობა, რომელიც აუმჯობესებს კოორდინაციას და ხელს უწყობს მოზარდის სწორ ფიზიკურ განვითარებას.
ვარჯიშთა სისტემა, რომელიც ორიენტირებულია სხეულის ღრმა კუნთების გაძლიერებაზე, ხერხემლის მდგრადობასა და მოქნილობის გაუმჯობესებაზე.
ფიზიკური ვარჯიშებისა და სუნთქვის ტექნიკების ერთობლიობა, რომელიც აუმჯობესებს სხეულის მოქნილობას და ეხმარება ადამიანს სულიერი წონასწორობის მიღწევაში.
რიტმული ვარჯიშების კომპლექსი, რომელიც აუმჯობესებს გულის მუშაობას, ზრდის გამძლეობას და ეფექტურად წვავს კალორიებს.
ძალისმიერი ვარჯიშებისა და სწორი კვების სისტემა, რომელიც ორიენტირებულია კუნთოვანი მასის ზრდასა და სხეულის იდეალური რელიეფის ჩამოყალიბებაზე.
მაღალინტენსიური ორთაბრძოლა, რომელიც ავითარებს სხეულის სიმძლავრეს, რეაქციის სისწრაფესა და ხელს უწყობს ზედმეტი ენერგიისგან ეფექტურად განმუხტვას.
ინდივიდუალური ვარჯიშების კურსი, რომელიც მიზნად ისახავს ტრავმის შემდეგ სხეულის ფუნქციების აღდგენას და კუნთოვანი სისტემის გაჯანსაღებას.
მრავალფეროვანი ვარჯიშების სისტემა, რომელიც ერთდროულად ავითარებს ძალას, გამძლეობასა და მოქნილობას სხეულის ზოგადი გაჯანსაღებისთვის.
სპეციალიზებული ვარჯიშების კურსი, რომელიც მიზნად ისახავს ტკივილის შემცირებას, მობილობის აღდგენასა და საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის გაძლიერებას.
სპორტის სახეობა, რომელიც მოიცავს სამ ძირითად მოძრაობას და ორიენტირებულია მაქსიმალური ფიზიკური ძალის განვითარებასა და სიმძიმეების დაძლევაზე.
მაღალინტენსიური კარდიოვარჯიში სტაციონარულ ველოსიპედზე, რომელიც ეფექტურად წვავს კალორიებს, აძლიერებს ფეხის კუნთებს და აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას
დაიწყეთ თქვენი ფიტნეს მოგზაურობა ჩვენთან ერთად